შევჩენკო: “ღამით, ძილის დროს ყვირილით მეღვიძებოდა და შემდეგ ისევ ფინალზე ფიქრს ვიწყებდი”

თარიღი: მაისი 3, 2021

“მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ 2005 წლის სტამბულის ფინალი გაიხსენა.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ “მილანი” “ლივერპულს” სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მერსესაიდელებმა გაიმარჯვეს. შევჩენკომ თერთმეტმეტრიანების სერიაში თავისი დარტყმა ვერ გამოიყენა.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ “ლივერპულთან” მარცხიდან სამი თვის განმავლობაში მას ძილის დროს ეღვიძებოდა.

“ჭრილობა ჯერაც არ მოშუშებულა. პრესაში წერდნენ, თითქოს, პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე გამარჯვება წინასწარ ვიზეიმეთ. ეს ტყუილია. პიქირით, პაოლო მალდინიმ გვითხრა, რომ ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით და “ლივერპული” არ დანებდებოდა. ამას ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს ვუმეორებდით.

ამ მარცხის შემდეგ, პირველი სამი თვის განმავლობაში, ღამით, შუა ძილის დროს ყვირილით მეღვიძებოდა და ისევ ამაზე ფიქრს ვიწყებდი. ამაზე დღესაც ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ 16 წელი გავიდა. ბევრ ჩემს თანაგუნდელს ამ ფინალის თავიდან ყურება აღარ სურდა.

მაშინ საუკეთესო გუნდი გვყავდა, კარგად ვთამაშობდით. მახსოვს, ფინალის ძირითადი დროის ბოლო წუთებში ჯეიმი კარაგერს გავასწარი, მე უფრო ახალგაზრდა და მასზე სწრაფი ვიყავი. მაინც დამეწია და როცა მომიახლოვდა, ქშინავდა, ვეღარ სუნთქვდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ მან ბურთზე მაინც ითამაშა. მათ მთელი ძალა ჩადეს და გაიმარჯვეს, რისთვისაც პატივისცემას იმსახურებენ.

ახლა, როცა თავად ვარ მწვრთნელი, ვფიქრობ, იმ 6 წუთში, როცა “ლივერპულმა” სამი გოლი გაგვიტანა, თამაშს შევაჩერებდი და ვიღაცას შევცვლიდი. მე კარლო ანჩელოტის არ ვაკრიტიკებ, მან კარგად მოგვამზადა. ვიცი, რომ ზოგ ფანს ეს არ მოეწონება, მაგრამ “ლივერპული” – “მილანის” მატჩი ფეხბურთის მშვენებაა. სასტიკი მშვენება”, – განაცხადა შევჩენკომ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ძალიან დიდი ამბები “ტორპედოში” – შენგელია, ახვლედიანი, 7 მილიონი

ქუთაისის “ტორპედოში” სპონსორის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად პოზიტიურად იცვლება და გუნდში ძალიან დიდი სიახლეებია. “ტორპედოში...
წაკითხვა
ფეხბურთი

გადასახადების დამალვაში ბრალდებულმა ანჩელოტიმ ბრალი ნაწილობრივ აღიარა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი პარასკევს მადრიდის სასამართლოს წინაშე 2014 და 2015 წლებში საგადასახადო დანაშაულების ბრალდებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” ფეხბურთელები ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ

შაბათს, რომის “ლაციო” მთელი გუნდისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას აპირებს, თუმცა, როგორც გამოცემა “ლა რეპუბლიკა&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ბედი ელის კრისტიან ერიქსენის საფეხბურთო კარიერას?

კრისტიან ერიქსენი, რომელმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშისას გულის შეტევა მიიღო, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა კოვიდინფიცირებულია

მადრიდის “რეალის” ფორვარდ კარიმ ბენზემას ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. 33 წლის ფეხბურთელმა კოვიდშემოწმება სანაკრებო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოში” ცინცაძე და კვასხვაძე ბრუნდებიან

ქუთაისის “ტორპედოში” სპონსორის გამოჩენის შემდეგ სიტუცია უკეთესობისკენ იცვლება და გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან. ამჯერად, საუბარია [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ცხადაძე: “არ მაქვს საუბარი იმ ნაძირლებზე, რომლებიც მოგზავნილები არიან”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას “მაკაბისთან” განცდილი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი გაიხსენა

ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, პრესასთან საუბრისას ის მომენტი გაიხსენა, როდესაც პირველად მოუწია მშობლიური ქალა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერს” ახალი სატიტულო სპონსორი ჰყავს

წლების შემდეგ მილანის “ინტერმა” სატიტულო სპონსორი შეიცვალა. ამიერიდან “ნერაძურის” პარტნიორი Socios.com, კრიპტოვალუტების შექმნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეტო: “მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კამერუნისა და კატარის ნაკრებების ხილვა მსურს”

“ბარსელონასა” და კამერუნის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, სამუელ ეტომ, პრესასთან საუბრისას მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” “მაქაბისთან” დამარცხდა

“დინამო თბილისმა” უეფას კონფერენს ლიგაზე პირველი მატჩი გამართა და ისრაელის “მაქაბი ჰაიფასთან” 1-2 დამარცხდა. “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე: “არანაირ მერობას არ ვაპირებ”

მას შემდეგ, რაც ძმები არველაძეები ლიხაურში, მოცვის პლანტაციებში ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან ერთად გამოჩნდნენ, გავრცელდა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ჟინიაკმა მექსიკის ნაკრების კარში გატანილი გოლის შემდეგ ბოდიში მოიხადა

22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, A ჯგუფში, მექსიკის ნაკრებმა საფრანგეთი 4:1 დაამარცხა. ფრანგების მხრიდან ერთადერთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიას” მეკარეებმა, სილესენმა და ხაუმემ ტრავმები მიიღეს

20 წლის გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” მთავარი გუნდის შემადგენლობაში გუშინ პირველი მატჩი გამართა და საკმაოდ კარგად […]...
წაკითხვა