შევჩენკო: “კონტეს “ჩელსიში” ადაპტაციის გავლა მოუწევს”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ეს გამოწვევაა როგორც კლუბისთვის, ასევე თავად კონტესთვის. მას ძლიერი ხასიათი აქვს, საკუთარი სტილი შექმნა, ანტონიოს გუნდები აღიარებულნი არიან. “ჩელსიშიც” დააფასეს მისი პროფესიონალიზმი.
როდესაც ქვეყანას იცვლი, ახალ გარემოსთან ადაპტირება აუცილებელია, ვინაიდან რამაც იტალიაში იმუშავა, შესაძლოა, ინგლისში არ გაამართლოს.
კონტეს საკმარისად განათლებულ და კარგად მომზადებულ სპეციალისტად მივიჩნევ. მისი მენტალიტეტი “ჩელსიში” წარმატების შესაძლებლობას იძლევა”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას ზაფხულიდან შეუდგება. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.