შევჩენკო: “მილანის” პრობლემებს მხოლოდ ფეხბურთელები არ წარმოადგენენ”
უკრაინელმა ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ “მილანის” ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება გაგვიზიარა. შევჩენკო მალდინის მოსაზრებას დაეთანხმა, რომლის თანახმადაც იტალიურ გიგანტებს “რაღაც სჭირთ”.
მალდინიმ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ “იტალიურ კლუბებში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი საერთოდ არ ესმის” – “როცა მალდინი რაღაცას ამბობს, მაშინ ყველა მას აქცევს ყურადღებას. შედეგი ყველაფერს ამბობს.
თუ შენს მიზანს ვერ აღწევ, გამოდის, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. ალბათ ის უკეტ იცნობს სიტუაციას, ვიდრე მე. მე მის მოსაზრებას პატივს ვცემ და ვეთანხმები, რომ ამ კლუბებს რაღაც სჭირთ.
როცა გუნდი ამდენი ხნის მანძილზე ვერ ახერხებს ლიგაზე გასვლას და თამაშში ბალანსის პოვნას, მაშინ პრობლემას მხოლოდ ფეხბურთელები არ წარმოადგენენ.
მე კვლავინდებურად მიყვარს “მილანი”, ეს ხომ ჩემი ოჯახია. უდიდეს პატივს ვცემ კლუბ,ს პრეზიდენტსა და უმეტესად ფანებს.
დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება.”