შევჩენკო ვიერის: “დუდეკის სეივს ჯერ კიდევ ვერ ვუყურებ, ტელეფონი მოვისროლე”
“მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში კრისტიან ვიერისთან ისაუბრა.
ვეტერანმა ფეხბურთელებმა 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენეს. სტამბულში გამართული მატჩი უკრაინელისათის უიღბლო გამოდგა, მან პენალტების სერიაში დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა, იქამდე კი, 118-ე წუთზე 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
“ჯერ კიდევ ვერ ვუყურებ იმ მომენტს, როცა დუდეკმა ჩემი დარტყმული მოიგერია. რამდენიმე თვის წინ, უეფას ოფიციალურ გვერდზე ეს სეივი გაიხსენეს და ვიდეო განათავსეს. როგორც კი ეს კადრი დავინახე, ტელეფონი მაშინვე მოვისროლე. ჩემ თავს ვეუბნები: საკმარისია, საკმარისია. მითხარი ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ყოფილა იმეგაცრუებული. ასეთი არ არსებობს. ჩვენ ძლიერები ვართ, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და ცხოვრება გავაგრძელოთ”, – თქვა შევჩენკომ.