შიდა ქართლის ჩემპიონატის გამარჯვებული ზვიად ინაურის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

თარიღი: ოქტომბერი 20, 2014

შიდა ქართლი იმ რეგიონებს შორის ჩადგა, სადაც კალათბურთი აღმავლობის გზაზეა. გორში და მის რაიონებში საკალათბურთო სექციები მომრავლდა, რამაც ბუნებრივად დააყენა რეგიონის ჩემპიონატის ჩატარების საკითხი.

გასულ კვირაში შიდა ქართლმა 1999 და 2000 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრება ჩატარდა როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის. შიდა ქართლის მასშტაბით აღნიშნული ასაკის 3 გუნდი შეიკრიბა, რომლებმაც საპრიზო ადგილები გაითამაშეს. პირველობა დარჩა ვერა შავიშვილის გაწვრთნილ გორის პირველ გუნდს, რომელმაც ორივე მეტოქე – „გორი 2“ და „ბორჯომი“ დაამარცხა.

ვაჟთა შორის ტურნირში თავი შვიდმა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ. 1 წრის შემდეგ ფინალში ასპარეზობის უფლება ჯგუფების გამარჯვებულებმა მოიპოვეს. საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს ზვიად ინაურის გაწვრთნილი „გორი 1“ და დავით რუსიშვილის „გორი 2“ შეხვდნენ. გამარჯვება გორელთა პირველ გუნდს ხვდა წილად, რომელმაც შიდა ქართლის ჩემპიონის ტიტული და საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

როგორც გორელები აცხადებენ, ქვეყნის პირველობაზე გასული ზვიად ინაურის გუნდს ფინალში დამარცხებულთაგან რამდენიმე კალათბურთელი დაემატება და ეს გაერთიანებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში შიდა ქართლის სახელს დაიცავს.

მესამე ადგილიც გორის გუნდს ხვდა, რომელსაც ბექა ტატალაშვილი წვრთნის. გორის 3 გუნდთან ერთად შიდა ქართლის ჩემპიონატში კასპის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის გუნდები ასპარეზობდნენ. ტურნირი შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც თამაზ ხაჩიური ხელმძღვანელობს. ტურნირის ფინანსური მხარდაჭერა გორის რაიონის გამგეობამ და კომპანია „კულამ“ უზრუნველჰყვეს. ამ უკანასკნელმა ფინალში გასული გუნდებს საჩუქრად საკუთარი პროდუქცია – ნატურალური წვენები გადასცა.

ფინალურ მატჩს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაესწრო. დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა