შინჯი კაგავა: “საკუთარ თავთან დავმარცხდი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის, შინჯი კაგავას იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი შეხვედრა 2-1 დათმო კოტ დ’ივუარის ნაკრების წინააღმდეგ. იაპონელთა ერთ-ერთი ლიდერი, შინჯი კაგავა აცხადებს, რომ “საკუთარ თავთან დამარცხადა”.
“სამწუხაროდ იმ დღეს ბრძოლა საკუთარ თავთან წავაგე. ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობდი და ვნერვიულობდი, რაც მატჩის დებიუტში გამოჩნდა, რომელშიც ბევრ შეცდომას ვუშვებდი. სამწუხაროდ ფსიქოლოგიურად დავმარცხდი და ღირსეული თამაში ვერ ვაჩვენე”
“ამ მატჩს სასურველი შედეგის მიღწევის უნარის შეგრძნებით შევხვდით. მაგრამ ვერც მე და ვერც ჩემმა პარტნიორებმა ვერ გავაკეთეთ საკმარისი იმისთვის, რომ შეხვედრა გამარჯვებამდე მიგვეყვანა. ამასთან ერთად მოწინააღმდეგე ძალიან კომპაქტურად მოქმედებდა და მოქმედებისთვის საკმარის სივრცეს არ გვაძლევდა.” – აცხადებს კაგავა manchestereveningnews – თან ინტერვიუში.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/