შკრტელი: “ლივერპულში ვრჩები”
“ლივერპულის” სლოვაკი მცველი სხვა გუნდში გადასვლას არ გეგმავს.
Sky Sports დღეს წერდა, რომ მერსისაიდელებს შკრტელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, ამ ინფორმაციამ კი ყველანაირი იმედი მოუკლა იმ იტალიურ და გერმანულ გუნდებს, რომლებსაც გამოცდილი მცველის დამატება უნდოდათ.
მოთამაშე არ აპირებს წასვლას და თავად უარყოფს შესაძლო ტრანსფერს სხვა გუნდში.
“არსად მივდივარ. არც “ვოლფსბუგრში”, არც “ნაპოლში”,”-განაცხადა მარტინმა.
30 წლის ცენტრალურ მცველს ინგლისურ გუნდთან ხელშეკრულების ვადა 2016 წელს ეწურება.