შკრტელის ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი გამოდგა
„უოტფორდთან“ ანგგრიშით 0:3 წაგებულ მატჩში „ლივერპულის“ მცველმა მარტინ შკრტელმა ტრავმა მიიღო, რომლის გამო შეხვედრის 41-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. თავდაპირველი ვარაუდით, სლოვაკს სამი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელი მხოლოდ ექვს კვირა ვერ ითამაშევს. ამის შესახებ მან თვითონ დაწერა.
„გავრცელებული ჭორების გამო, მინდა ვთვქვა, რომ სამ თვეს არ გამოვტოვებ და მხოლოდ ექვსი კვირა ვერ ვითამაშებ. ბევრს ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე“, – დაწერა შკრტელმა თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.