შმეიხელმა “ოლდ ტრაფორდზე” შეჭრილ ფანებს იდიოტები უწოდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა და ამჟამინდელმა ელჩმა, პეტერ შმეიხელმა, “ლივერპულთან” მატჩამდე “ოლდ ტრაფორდზე” შეჭრილი გულშემატკივრები საჯაროდ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ფანები კლუბიდან გლეიზერების წასვლას ითხოვდნენ.
“არ ვთვლი, რომ იმ მომენტში სტადიონზე ნამდვილი ფანები იმყოფებოდნენ. ჩემი აზრით, ისინი იდიოტები და მშვიდობის დამრღვევები არიან. მათ კარგი არაფერი ახსოვთ. ზოგიერთი მათგანი დაბადებულიც კი არ იყოს, როდესაც გლეიზერები კლუბის მფლობელები გახდნენ.
ნამდვილი ფანები თავიანთ მოსაზრებას ნორმის ფარგლებში გამოთქვამენ. არ უნდა ვიყოთ სულელები და ვითხოვდეთ არარეალურს. ბოლო ორ კვირაში ის ვისწავლეთ, რომ თუ გავერთიანდებით კონკრეტული იდეის წინააღმდეგ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
კლუბის გაყიდვა? რა ღირს კლუბი, 3, 4, 5 მილიარდი დოლარი? ვის აქვს ამდენი ფული? თუ პოტენციურ მყიდველებს შეხედავთ ნახავთ, რომ მათ ხელში უკეთესობა არ იქნება,” – აცხადებს შმეიხელი.