შმიდტი: “პენალტების სერიაში კონცენტრაცია და თავშეკავებულობა გვაკლდა”
“ბაიერ ლევერკუზენის” მთავარმა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
გერმანული გუნდი ევროტურნირს პენალტების სერიაში(3:2) გამოეთიშა.
“ვულოცავ ატლეტიკოს მორიგ ეტაპზე გასვლას. მოცემულ მატჩში ისინი უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ, “ბაიერიც” ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, პერსპექტიული გუნდი, რომელსაც გამოცდილება აკლია. ძნელია ისეთ სტადიონზე გამარჯვება, როგორიც “ვისენტე კალდერონია”. პენალტების სერიაში კონცენტრაცია და თავშეკავებულობა გვაკლდა”.
“ვფიქრობ, რომ “ატლეტიკოს” საკუთარი სათამაშო სტილი აქვს, ეს ყველასგან განსხვავდება. ამან კი მათ ბოლო წლებში საოცარი წარმატება მოუტანა. ესპანური გუნდის ფეხბურთელებს ბრწყინვალე ფსიქოლოგია აქვთ. ხშირად, ისინი ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ თავშეკავებულნი”.
“დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობთ, რადგან ამ ტურნირს გამოვეთიშეთ. ახლა ჩემი ფეხბურთელები მთლიანად ბუნდესლიგაზე გადაერთვებიან და ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება,”-განაცხადა შმიდტმა.