ლევან მჭედლიძემ “მილანთან” მატჩში ტრავმა მიიღო
დღეს, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო. შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე, ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ გახსნა.
სამწუხაროდ, მატჩის 53-ე წუთზე ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს, მჭედლიძემ ტრავმა მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.