შოკისმომგვრელი ინციდენტი პირდაპირ ეთერში — წამყვანს სტუდიის დეკორაცია დაეცა (ვიდეო)
შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა ტელეარხ ESPN-ის კოლუმბიური ვერსიის ეთერში. გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთ წამყვან კარლოს ორდუსს სტუდიური დეკორაცია დაეცა, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი სარეკლამო პაუზით გაიჭრა.
საბედნიეროდ, კარლოს ორდუსი გადარჩა. მან სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეოც ატვირთა:
“მადლობა უნდა გითხრათ იმ მხრადაჭერისთვის, რომელიც გუშინდელი საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო გამოხატეთ. კარგად ვარ. მადლობა ღმერთს, სამედიცინო შემოწმებისა და გამოკვლევების შედეგად ექიმებმა სერიოზული ვერაფერი ნახეს. მხოლოდ სისხლჩაქცევები და ცხვირზე კოპი მაქვს, მოტეხილობას გადავრჩი. მადლობა თანაგრძნობისათვის”.
Shocking video. ESPN anchor crushed live on the air by falling set piece. Thankfully he was uninjured. pic.twitter.com/CeFxy8AksY
— Mike Sington (@MikeSington) March 10, 2021