შოთა არველაძე: “რთულია, გუნდი ერთი თქმით შეცვალო, როცა ოთხი წელი ასე თამაშობ”

თარიღი: ოქტომბერი 8, 2014

ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 11 ოქტომბერს, გლაზგოში გამართავს, სადაც შოტლანდის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით BBC-ის შოტლანდიის ბიუროს ჟურნალისტი შოთა არველაძეს გაესაუბრა.

“სიმართლე რომ ვთქვა, ეს არ არის საქართველოს ნაკრების საუკეთესო თაობა. ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც ინდივიდუალურადაც გამოირჩეოდნენ: მე, ქეცბაია, ქინქლაძე. შემდეგ წლებშიც კარგი თაობა წამოვიდა. მაგალითად, ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი.
ახლა ძალიან ცოტა კარგი ფეხბურთელი გვყავს. ნაკრებში ნამდვილად არის რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, თუმცა არა ბევრი, როგორც ეს ადრე იყო.
ყველას სურს, რომ ამ ბიჭებმაც ისევე ითამაშონ, როგორც ჩვენ ვთამაშობდით. ახლა გუნდი უფრო დაცვით ფეხბურთს უჩვენებს, რადგან ნაკლები შემოქმედი ფეხბურთელი გვყავს. სწორედ ამიტომაა, რომ მწვრთნელი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებს”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

არველაძემ თემურ ქეცბაიას შესახებაც ისაუბრა.

“ქეცბაია ძალზედ პოპულარული იყო. მისი დანიშვნის შემდეგ გუნდმა ერთი წელი წაუგებლად ჩაატარა. ეს მწვრთნელისთვის დიდი წარმატება იყო.
პირველ ეტაპზე ყველასთვის მისაღები იყო, რომ არ ვაგებდით, რადგან მანამდე უმეტესწილად მატჩებს სწორედ მარცხით ვასრულებდით. თუმცა, შემდეგ, როდესაც გუნდს გამარჯვებები სჭირდებოდა, მაინც დაცვით ტაქტიკას არჩევდნენ. დაცვითი ფეხბურთის გამო ხალხმა მწვრთნელის კრიტიკა დაიწყო.
შესაძლებელია, რომ განსხვავებული სიტუაცია იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეტყვით: როცა ოთხი წლის განმავლობაში ასე ვარჯიშობ და ასე თამაშობ, რთულია, ფეხბურთელებს უთხრა, რომ გავიდნენ მოედანზე და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.
არა მგონია, საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ძალიან გაიხსნას”, – აღნიშნა 41 წლის ქართველმა სპეციალისტმა.

შოთა არველაძე საქართველოსა და ირლანდის ნაკრებებს შორს თბილისში გამართულ მატჩსაც შეეხო:

“ირლანდია ჩვენზე უკეთ არ გამოიყურებოდა, რამაც გამაკვირვა. წაგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა იმ დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია. გლაზგოში მნიშვნელოვანი მატჩი გველს და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ”.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორები იქნებოდნენ ქართველი ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ? (ფოტო)

წარმოგიდგენთ სახალისო ფოტოებს, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორები იქნებოდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ, FaceAPP-ის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანაკვა საფრანგეთში დაბრუნდეს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვამარა სანოგო ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

ბათუმის “დინამომ” ფრანგი თავდამსხმელი, ვამარა სანოგო დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება, მან სამედიცინო შემოწმება […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისიდან” 3 ლიდერი წავიდა

“დინამო თბილისი” ნოდარ ქავთარაძის შემდეგ 2-მა ფეხბურთელმა დატოვა. თავდამსხმელი დავით სხირტლაძე და ბრაზილიელი შემტევი ვიქტორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შუქურამ” 2 გამორჩეული ცენტრალური მცველი დაიმატა

ქობულეთის “შუქურამ” 2 ცენტრალური მცველის, ნიკა ჭანტურიას და გიორგი რეხვიაშვილის ტრანსფერები დაადასტურა. 24 წლის ჭანტურია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს!

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჩრდ.მაკედონიასთან მარცხის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “იქნებ, მე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძე რუსეთში, “ქართველების გუნდში” ითამაშებს

22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას ვოლგოგრადის “როტორში” გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არაბიძე პორტუგალიური R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირაკლი აბუსერიძე: “ბაჩო ხურციძე პატარა კაცია და მას უფლებას არ მივცემ…”

რაგბის კავშირის არჩეულმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელსაც საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა და დოკუმენტები დაუხარვეზა, სოციალურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” “ლიდსის” ყოფილი მეკარე დაიმატა

ბათუმის “დინამომ” მე-8 ტრანსფერი განახორციელა და 24 წლის პოლონელი მეკარე, კამილ მიაზეკი დაიმატა. მიაზეკი ბოლოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის სტადიონზე 1.6 მილიონის ხელოვნური მზე დამონტაჟდება

ბათუმის სტადიონზე ე.წ. ხელოვნური მზე დამონტაჟდება და ამისთვის უკვე ტენდერი გამოცხადებულია. სპეციალური განათება ბუნებრივი ბალახის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილის კავშირები – “დინამო” ეროვნული ლიგის ჩემპიონობას უმიზნებ

ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის გუნდებს შორის ჯერჯერობით საუკეთესო ტრანსფერებით გამოირჩევა და გუნდმა 7 ფეხბურთელი დაიმატა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავი” 9 ფეხბურთელმა დატოვა

საფეხბურთო კლუბ “თელავიდან” 9 ფეხბურთელი წავიდა. “თელავი” ალექსანდრე კოშკაძემ, გრიგოლ ჩაბრაძემ, ცოტნე მოსიაშვილმა, რაფაელ ჩუკვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” “ტორპედოს” 14 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედოს” უნიჭიერესი 14 წლის მეკარე, სოსო კოპალიანი დაიმატა. კოპალიანმა “ლოკომოტივთან&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

21 წლის ძმამ გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ფეხბურთელი, მიშო ახლოური მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ფეხბურთის ფედერაცია 2021 წელს 1 თეთრსაც არ აიღებს”

“2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ” – განუცხადა ლევან კობიაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” და [&hell...
წაკითხვა