შოთა არველაძემ ფერნანდო რიქსენისადმი მიძღვნილ მატჩში ითამაშა

თარიღი: მაისი 26, 2014

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და თურქული „ქასიმფაშას“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ფერნანდო რიქსენისადმი მიძღვნილ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

არველაძე და რიქსენი ერთად გლაზგოს „რეინჯერსში“ თამაშობდნენ. გარდა ამისა, ჰოლანდიელი ფეხბურთელი თავის დროზე სიტარდის „ფორტუნას“, „ალკმაარისა“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ღირსებას იცავდა. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 12 მატჩი.

აღნიშნული გამოსათხოვარ-საქველმოქმედო მატჩი რიქსენის მეგობრებსა და სიტარდის „ფორტუნას“ შორის გაიმართა და ის ფერნანდოს გუნდმა ანგარიშით 5:2 მოიგო. არველაძემ, რა თქმა უნდა, რიქსენის გუნდში ითამაშა.

როგორც მოგახსენეთ, მატჩი საქველმოქმედო ხასიათისა იყო. გასული წლის ოქტომბერში რიქსენმა განაცხადა, რომ მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რაც პროგრესიული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. ფერნანდო რიქსენი ამჟამად 37 წლის გახლავთ.

შეხვედრის მთავარმა გმირმა ემოციური საღამოს ბოლოს ცრემლები ვეღარ შეიკავა. შოთას გარდა, მატჩში მონაწილეობა მიიღეს რონალდ დე ბურმა, მარკ ვან ბომელმა, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, როი მაკაიმ, ნაჩო ნოვომ, დენი ლანძაატმა და სხვებმა.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. Nakrebi.ge-ს ცნობით, მატჩი საქართველოში, 15 ნოემბერს, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკი ხვიჩაზე: “ბოლო რამდენიმე თვეა, ის დამატებით აღარ ვარჯიშობს”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში საფეხბურთო ტაიმაუტი ხვიჩა კვარაცხელიას [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქრიაშვილის სუპერ-ჯარიმა კვიპროსში (ვიდეო)

სანაკრებო პაუზიდან კვიპროსში დაბრუნების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი საკლუბო დონეზეც გაიტანა და თანაც, ძალიან მაგარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკი: “ხვიჩას მამისა და აგენტის მხრიდან შექმნილი აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში საფეხბურთო ტაიმაუტი ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ზესტაფონისთვის” გოლს დირექტორი ჯაბა დვალიც იტანს (ვიდეო)

“ზესტაფონის” ლეგენდარული თავდამსხმელი ჯაბა დვალი გოლების გატანას 2021 წელსაც ახერხებს. 36 წლის დვალი მე-4 ლიგელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ილია ბერიაშვილის თავური გოლი “როტორში (ვიდეო)

ცენტრალუმა მცველმა ილია ბერიაშვილმა “როტორში” სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. “როტორმა” “სპარტაკის” მე-2 გუნდთან 1-1 ით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირაკლი აზაროვის საოცარი გოლი “შუქურას” კარში (ვიდეო)

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველმა “შუქურას” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ირაკლის გოლი საოცრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოში “ინტერის” აკადემია იხსნება (ვიდეო)

მილანის “ინტერი” საქართველოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ხსნის. იტალიური გრანდის რიგით მეოცე აკადემია თბილისში დაფუძნდება. პროექტი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “სამი ქულა ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კოსოვოსთან გამარჯვების (1:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. “რა თქმა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქრიაშვილი: “გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ვილი სანიოლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შალანდი: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მატჩს წავაგებდით”

კოსოვოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც […]...
წაკითხვა