შოთა არველაძე: ‘სიმეონემ თქვა, ხვიჩაში რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო’
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”, არველაძის ინტერვიუ გავიდა. შოთიმ თქვა, თუ რას ფიქრობს ხვიჩაზე მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე.
“სიმეონემ თქვა, რომ ფელიქსი მყავს და ვერ ითამაშებს იქ, რამდენიც არ უნდა გადავიხადოო. 120 მილიონი აქვთ ფელიქსის ტრანსფერში გადახდილი და [ხვიჩა] 20 მილიონი არ ღირსო”, – განაცხადა არველაძემ.
ასევე, არველაძემ საზოგადოებას ამსტერდამის “აიაქსის” საფეხბურთო დირექტორის, მარკ ოვერმარსის მოსაზრებაც გაუმხილა:
“ოვერმარსმა თქვა, კონტრ შეტევის ფეხბურთელიაო, შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. ასე თქვეს, რომ 9-დან 12 მილიონ ევრომდე ღირს.”