შოთა არველაძე: “აიაქსმა” უნდა იზრუნოს, რომ ხვიჩამ ბურთი არ მიიღოს”
“აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე The Telegraph-თან ხვიჩა კვარაცხელიას აფასებს და ნიდერლანდელებს გარკვეულ რჩევებს აძლევს.
“ის დღეს “აიაქსს” დაუპირისპირდება, თუმცა არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო შანსი, რომ მათი ნაწილი გამხდარიყო. გასულ წელს ხვიჩა “აიაქსს” შესთავაზეს, მაგრამ დრო მცირე იყო და 15 მილიონი ევრო დიდი ფასი. მისი სტატისტიკა კი რუსეთში ძალიან კარგად არ გამოიყურებოდა. “აიაქსს” სურდა 9-12 მილიონის გადახდა. საბოლოოდ, “ნაპოლიმ” ის 10 მილიონად იყიდა. ასეც ხდება ხოლმე”- განაცხადა შოთამ და დაამატა, რომ ფეხბურთელით “ლაციო”, “ატლეტიკო” და “ლიდსიც” ინტერესდებოდა.
“ხვიჩა დიდია, ძლიერი, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და სრულყოფილია. რა განსაკუთრებულსაც მასში ვხედავ არის ის, რომ მცირე და დიდ სივრცეში მშვენივრად ძვრება. რა თქმა უნდა, ხანდახან რაღაცეები ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, მაგრამ მისი ყველა გადაწყვეტილება მოედანზე სწორია. მე ვერც ვიხსენებ მის არასწორ არჩევანს. კვარაცხელია კითხულობს თამაშს და ქილერია. მოდის ბურთით და კლავს”
“კვარას გამო “ნაპოლის” თითქმის ყველა მატჩი ვნახე და ეს ნამდვილად ძლიერი გუნდია. დაუმარცხებელი სვლა სერია A-ში შემთხვევითი არ არის. შემტევი გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა”
“აიაქსმა” აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ მან ბურთი არ მიიღოს და ერთი-ერთზე არ აღმოჩნდეს დამცველთან. უკეთესი იქნება “აიაქსისთვის”, რომ ბურთს უფრო ხშირად ფლობდეს. მეტი ფლობა, ნაკლები პრობლემა” – თქვა არველაძემ.
შეხვედრა “ნაპოლისა” და “აიაქსს” შორის 23:00 საათზე დაიწყება.