შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე შედეგიან ფეხბურთელთა შორისაა
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და ტურნირის ფინალური სტადიის ყველაზე შედეგიან ფეხბურთელთა ათეული გამოქვეყნდა, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძეც გახლავთ. არველაძეს 26 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი, მისი საშუალო მაჩვენებელი 0.65 გახლავთ და სიაში მეცხრე პოზიცია უკავია. რეიტინგს ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დავორ შუკერი ლიდერობს, რომელმაც 22 შეხვედრაში 20 გოლი მიითვალა (0.91).
0.91: დავორ შუკერი (ხორვატია) – 20 გოლი 22 მატჩში
0.79: კლას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია) – 19 გოლი 24 მატჩში
0.78: დავიდ ვილია (ესპანეთი) – 18 გოლი 23 მატჩში
0.75: ტონი პოლსტერი (ავსტრია) – 15 გოლი 20 მატჩში
0.71: იონ დალ ტომასონი (დანია) – 22 გოლი 31 მატჩში
0.70: რაული (ესპანეთი) – 19 გოლი 27 მატჩში
0.67: ტიერი ანრი (საფრანგეთი) – 18 გოლი 27 მატჩში
0.67: მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია) – 16 გოლი 24 მატჩში
0.65: შოთა არველაძე (საქართველო) – 17 გოლი 26 მატჩში
0.64: ფილიპო ინძაგი (იტალია) – 14 გოლი 22 მატჩში