შოთა არველაძე: “კანჩელსკისმა მითხრა, რომ ჰიუზი საქართველოსთან დამარცხების შემდეგ შოკში იყო”
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი უელსის ნაკრებს კარდიფში დაუპირისპირდება. აღსანიშნავაი, რომ ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 1994 16 ნოემბერს ჩატარდა. მაშინ საქართველოში ჩვენებმა ბრიტანელებს, ანგარიშით, 5-0 მოუგეს. ბოლო გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.
დღეს არველაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნახსენებ მატჩზე საუბრობს.
“1994 წელს თბილისში უელსის ნაკრებს ვეთამაშეთ და 5:0 დავამარცხეთ. მაშინ უელსის ნაკრებში, ინგლისის პრემიერლიგის ვარსკვლავები მარკ ჰიუზი და იან რაში თამაშობდნენ. მოგვიანებით ანდრეი კანჩელსკისმა მითხრა, რომ ჰიუზი საქართველოსთან დამარცხების შემდეგ შოკში იყო.
“ჩავედით საქართველოში, იქ ვიღაც 20 წლის ბავშვები დარბიან, ბრაზილიელებივით თამაშობენ.” კანჩელსკისმა აუხსნა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში არის ქვეყანა, სადაც ტექნიკური, ფეხბურთი უყვართ. სხვათაშორის, უელსს სტუმრადაც მოვუგეთ.”