შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

თარიღი: სექტემბერი 23, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი და უზბეკური “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.

აღნიშნულ ინფორმაციას უზბეკური პრესა ავრცელებს და არველაძე 2 კვირიან თვითიზოლაციაში იქნება, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

დღეს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე “ფახთაქორი” ირანულ “შაჰრი ხოდრუსთან” ითამაშებს, რომელიც ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტი მატჩია.

აპრილში მიცემულ ინტერვიუში შოთა აღნიშნავდა, რომ ასთმის გამო განსაკუთრებულ ზომებს იღებდა თავის დასაცავად.



მსგავსი სიახლეები