შოთა არველაძე: ‘საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა და ამას თავისი ახსნა აქვს’

თარიღი: ნოემბერი 26, 2020

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ მას რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. არველაძის თქმით, ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას არ აპირებს.

“ძალიან მინდა, “ბარსელონამ” დამიძახოს, მაგრამ ასეთი დონის გუნდი არც ასისტენტად და არც მთავარ მწვრთნელად არ მიხმობს. მაქვს ჰოლანდიის საშუალო დონის გუნდიდან მოწვევა. თურქეთიდან ყოველთვის მაქვს მოწვევები. “ტრაბზონსპორს” მე თვითონ ვუთხარი უარი, რადგან ვერ ლაგდებიან და სულ არეულობაა. გუშინ პორტუგალიაზე და ესპანეთზე დამირეკეს. მე დარწმუნებული ვარ, ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავი.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა და ამას თავისი ახსნა აქვს. ეს რამდენიმეჯერ ავხსენი და განვმარტე. ჩემი ნერვიულობა ჯანდაბას, მაგრამ ჩემ ირგვლივ ისე ინერვიულონ, რომ უნდა დაიხოცონ ყველა თამაშზე და თამაშის შემდეგ. არ მიღირს, რა გავაკეთო…” – განაცხადა არველაძემ გადაცემა “ტაიმაუტში”.

მსგავსი სიახლეები