შოთა არველაძე: “საქართველოში სამოთხის შენება შეიძლება, მაგრამ პოლიტიკოსები სულში გვაფურთხებენ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემასთან რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა.
– საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზება გქონიათ?
– რამდენიმე წინადადება მქონდა, მაგრამ უარი განვაცხადე. პირველად მაშინ, როცა კარიერა დავასრულე, თუმცა საკმარისი გამოცდილება არ მქონდა და ვან გაალთან უფრო მეტს ვისწავლიდი. თან, ფეხბურთელებისთვის უნდა ამეკრძალა, რასაც მთელი ცხოვრება მათთან ერთად ვაკეთებდი. მაგალითად, ღამით ბანქოს თამაში. მეორედ, როცა კახა ცხადაძესთან ფედერაციამ შეთანხმება ვერ მოახერხა, თუმცა მისი ადგილის დაკავება ჩემი მხრიდან ლამაზი არ იქნებოდა. მესამედ ვაისის მოსვლამდე. იმედია, ვაისის ხელში მაინც შეძლებს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
– ადრე თქვით, რომ საქართველოში პრემერ-მინისტრობა უფრო ადვილია, ვიდრე ნაკრების მწვრთნელობა
– დიახ, ნამდვილად ასეა. ეკონომიკაზე და რეფორმებზე ყოველ შემხვედრთან საუბარი არ მოგიწევს, ფეხბურთზე კი ყველამ შენზე მეტი იცის.
– პოლიტიკური ამბიციები არ გაქვთ?
– პოლიტიკური ამბიციები არა. მაქვს სურვილი, როგორც მოქალაქეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც კანონი პირველ ადგილზეა და ხალხი ნორმალურად იცხოვრებს, ერთმანეთს მხარში დაუდგებიან, არ მოიპარავენ, არ მოკლავენ, ტურისტებს კარგად დახვდებიან. ჩვენ მეზობლებთან, რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, თურქებთან ერთად ბედნიერად ვიქნებით. საქართველოში მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანაში, სადაც სამოთხის შენება შეიძლება, პოლიტიკოსები ხალხს სულში აფურთხებენ.
შოთა არველაძეს კარიერის განმავლობაში 265-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.