შოთა არველაძე: “სპალეტის კვარასთან ყველაზე მარტივი მიდგომა აქვს”
შოთა არველაძემ “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“საოცარი შერწყმაა ძალის, ფიზიკური მონაცემების, შრომისმოყვარეობის და ტალანტის – ყველა ერთად იშვიათობაა ქართულ ფეხბურთში, ცოტა არაორდინალური გადაწყვეტილებები აქვს, რაც გაოცებს. ვიღაცას მხოლოდ ძალა ჰქონდა, ვიღაცას ტექნიკა. ხვიჩასავით სრულყოფილი იშვიათად ვინმე ყოფილიყოს”
“სპალეტის ყველაზე მარტივი მიდგომა აქვს. პირველი ვინც სჭირდებოდა შემდეგ თამაშში, სწორედ ის გამოცვალა. “ლივერპულთან” მატჩი უკვე დამთავრებული იყო. შეინახა იმისთვის, რომ, ჩემი აზრით, პირველი ვინც დასჭირდება, ის მოაშორა დასრულებულს. თან, თავდამსხმელიც დაემტვრათ. კვარას ბევრი 90 წუთის თამაში მოუწევს და კიდევ ბევრჯერ გააოცებს გულშემატკივარს”
“მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვირტუალურად კი. პირველი გოლი რომ შეაგდო, იქ ერთი საოცარი პასი გააკეთა და მივწერე, ეს პასი უფრო ფასობს თქო”
“გულწრფელად ვიძახი, მაქსიმალურად შევეცდები, ბევრმა ისეთი გულშემატკივარმა, ყველა ასაკის, ნახოს მისი მატჩი ნეაპოლში ცოცხლად. ძველი თაობაც ღირსია მისი ნახვის. გარკვეულ ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებ” – განაცხადა შოთიმ.
დღეს კვარაცხელია და “ნაპოლი” 17:00 საათზე “სპეციას” მიიღებენ.
როგორც ჩანს, არველაძეების ფონდი გარკვეული პერიოდის შემდეგ “ნაპოლის” შეხვედრებზე წავლის შანსს გულშემატკივრებს მისცემს. ამიტომ, თვალი ადევნეთ შოთასა და ფონდს სოციალურ ქსელში და ჩვენც, ინფორმაციის მიღების თანავე, გაგიზიარებთ.