შოთა არველაძე თურქეთის არეულობას გამოეხმაურა
თარიღი: ივლისი 16, 2016
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე თურქეთში დატრიალებულ არეულობას გამოეხმაურა. თელ-ავივის “მაკაბის” მთავარმა მწვრთნელმა თავის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.
“მინდა მწუხარება გამოვთქვა თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. განვიცდი მოხდარს, რადგან თურქეთი საკუთარი ქვეყანასავით მიყვარს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს,” – თქვა შოთიმ.