შოთა არველაძემ ცხადაძის გუნდი დაამარცხა
21 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი დაპირისპირებები გაიმართა.
თელ-ავივის ”მაკაბიმ” საკუთარ მოედანზე კახა ცხადაძის ”ქაირათს” უმასპინძლა და საკმაოდ დრამატულ შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა. ორი მატჩის ჯამში ისრაელის კლუბმა მეტოქეს 3:2 სძლია და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. ფლანგიდან გარღვევის შემდეგ ”მაკაბის” ფეხბურთელმა ტალ ბენ ჩაინმა მეკარის მცირე შეცდომით ისარგებმა და თავისი გუნდის დაწინაურება მოახერხა. ამის შემდეგ, ”ქაირათს” რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა მეტოქის კარის აღება 64-ე წუთზე მოახერხეს, თავი ჯერად გოუმ გამოიჩინა – 1:1.
აღნიშნულ ანგარიშზე გუნდებს გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა დამატებითი დროით მოუწევდათ, რადგან ყაზახეთში გამართული მატჩიც ფრედ – 1:1 დასრულდა. როგორც ჩანს, არველაძის კლუბს ეს არ აწყობდა და ”ქაირათის” კარი მეორედაც აიღეს, გოლის გატანა ამჯერად გალ ალბერმანმა მოახერხა – 2:1.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თელ-ავივის ”მაკაბი” რუმინულ ”პანდურის” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრას არველაძის კლუბი სტუმრად, 28 ივლისს გამართავს.