შოტლანდია – საქართველო: პირველი ქულების მოლოდინში

თარიღი: ოქტომბერი 11, 2014

დღეს საღამოს, თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდი გლაზგოში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პირველი ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. მეტიც, საქართველომ და შოტლანდიამ ერთნაირი ანგარიშებითაც კი წააგეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს დღევანდელ მეტოქეს გერმანიის სახით მეტოქეც გაცილებით ძლიერი ჰყავდა. ასე რომ, გათამაშებაში პირველი გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს ძალიან სურს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთების მეტი შანსი მასპინძლებს აქვთ.

_78042544_shotacelly

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია მხოლოდ ორ მატჩს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ეს ის იშვიათი, თუმცა სასიამოვნო შემთხვევაა, როდესაც მეტოქეს ამ კომპონენტში უპირატესობა არ გააჩნია. ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩებიდან ქართველებმაც და შოტლანდიელებმაც თითო შეხვედრის მოგება მოახერხეს. ხსენებული თამაშები 2007 წელს გაიმართა და მაშინაც საქმე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპთან გვქონდა. ისე, შოტლანდიელებმა, რომლებსაც იმ პერიოდში მართლაც საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავდათ, დიდწილად საქართველოში განცდილი მარცხის გამო ვერ მოახერხეს ფინალურ ეტაპზე გასვლა.

geo-scot-2

თბილისური მატჩი საქართველოს ნაკრების უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოგონებაა. სავსე სტადიონი, შოტლანდიიდან ჩამოსული უამრავი გულშემატკივარი, სასტარტოში გამოსული სამი ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი და შთამბეჭდავი გამარჯვება. სამწუხაროა, რომ იმ შეხვედრაში გამორჩეულად მოთამაშე მაკარიძე, ყენია და მჭედლიძე დღეს მოედანზე გასვლას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შესძლებენ…

დასამახსოვრებელი იყო გლაზგოში ჩატარებული შეხვედრაც. ტომპიოლერის მიერ დამოძღვრილმა ნაკრებმა სტუმრადაც საკმაოდ ღირსეულად იაპარეზა. სასიამოვნო მოგონებაა შოთი არველაძის ეფექტური გოლი. სამწუხაროდ, ქულის მოპოვებამდე ჩვენს ნაკრებს მაშინ მხოლოდ ერთი წუთი დააკლდა.

დღევანდელი მატჩის წინ ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს. ნაკრების ბოლოდორინდელი შედეგებისა და თამაშის გათვალისწინებით ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იქნება. სამწუხაროდ, არის საკადრო პრობლემებიც. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ: გურმ კაშია, სანდრო კობახიძე, ლაშა დვალი და ლევან მჭედლიძე, რაც ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ დიდი ძალაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და წარმატების შანსი ყოველთვის არის. მიუხედავად დანაკლისისა, ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაშიც არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალური ოსტატობიდ ხარჯზე შეუძლიათ და ქეცბაიას მთავარი კოზირიც სწორედ ეს გარემოება უნდა გახდეს.

ჩვენს ჯგუფში ხვალ კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. დიდი ალბათობი ზედიზედ მეორე გამარჯვებას იზეიმებს ირლანდია, რომელიც გიბრალტარს მასპინძლობს. ხოლო ჯგუფის ფავორიტი გერმანია ვაშრავას ესტუმრება, სადაც ურთიერთობას პოლონეთთან გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები