შოუ: “ჩელსიმ ქულა კურტუას წყალობით მოიპოვა”

თარიღი: ოქტომბერი 27, 2014

“იუნაიტედის” მცველის ლუკ შოუს აზრით, რომ არა ტიბო კურტუა, “ჩელსი” “ოლდ ტრაფორდზე” ნამდვილად დამარცხდებოდა.

კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგა პრემიერ ლიგის 9–ე ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე”. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ჩელსის” უმასპინძლა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. ბელგიელმა კიპერმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, რამოდენიმე კარგი სეივი გააკეთა, გოლი კი მხოლოდ მსაჯის მიერ კონპენსირებულ მეოთხე წუთზე გაუშვა. შოუ მიიჩნევს, რომ “არისტოკრატების” წარმატების ერთ–ერთი მთავარი მიზანი სწორედ ბელგიელი მეკარეა.

“ბოლო ექვსი თვის განამვლობაში ჩვენ ტიბოს თამაშს ვაკვირდებოდით, არა მხოლოდ “ჩელსიში”, არამედ მადრიდშიც. ჩვენ ვიცით თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ ბიჭს.”

“ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მომენტი, მაგრამ ის იცავდა კარს. რობინს გოლის გატანის რამოდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, ადნანმაც დაარტყა რამოდენიმეჯერ კარში.”

“ჩვენ შევქმენით მომენტები, მაგრამ “ჩელსის” მსოფლიოს დონის ახალგაზრდა მეკარე დაეხმარა.”–განუცხადა შოუმ ITV-ს

მსგავსი სიახლეები