შოუ რონალდუს ყოველთვიურად 7 ათას ფუნტს უხდის
“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ლუკ შოუ მადრიდის რეალის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვიურად დაახლოებით შვიდი ათას ფუნტს უხდის.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულში “საუთჰემპტონიდან” “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებულმა შოუმ მანჩესტერის გარეუბანში კრიშტიანუ რონალდუს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი იქირავა. კოტეჯს აქვს დახურული საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი, სპორტული დარბაზი და ღვინის მარანი.
აღნიშნული სახლი თავად რონალდუმ 2003 წელს 3,85 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. “რეალში” გადასვლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი კოტეჯის გაყიდვას აპირებდა, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა და რონალდუმაც გაქირავება გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ შოუს ფავორიტი ფეხბურთელია და მათ ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აქვთ.