შოუს გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი ცნობილია

თარიღი: სექტემბერი 17, 2015

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა მცველი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს მთლიანად გამოტოვებს.

როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფიზიოთერაპევტი გრემ სმიტი აცხადებს, ლუკ შოუს დიდი ხნის გამოტოვება მოუწევს. სავარაუდოდ, მისი გამოჯანმრთელების პროცესი 6-დან 9 თვემდე გასტანს.

შეგახსენებთ, 20 წლის შოუმ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, “პსვ ეინდჰოვენის” წინააღმდეგ საშინელი დაზიანება მიიღო. მას მარჯვენა ფეხის ორმაგი მოტეხილობა აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები