შსს აკადემია 20-წლამდელთა ჩემპიონია

თარიღი: აპრილი 15, 2014

2013-2014 წლების სეზონის 20-წლამდელთა ჩემპიონი შსს აკადემია გახდა, რომელმაც ქუთაისში  ფინალური სერიის განმეორებით მატჩში 73:61 იმარჯვა, სერია 2:0 მოიგო და საჩემპიონო თასს დაეუფლა.

შეხვედრის 1-ელი ნახევარი მასპინძელთა მცირედი უპირატესობით  წარიმართა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ შსს აკადემიამ თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა  შეტანა  და 51:47 დაწინაურდა. დასკვნითი პერიოდი კვლავ აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა, ქუთაისელები მდევრის როლში იმყოფებოდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილები უფრო მობილიზებულნი აღმოჩნდნენ და საჩემპიონო თასიც დამსახურებულად  ჩაიბარეს.

ქუთაისელებს 25 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი კი 13 ქულითა და 13 მოხსნით უჩა ამრეკლიძემ შეასრულა.

ჩემპიონთა შორის 22 ქულით საუკეთესო ლევან ლოლიშვილი იყო, ორმაგი დუბლის ავტორი გახდა შოთა გელაზონია – 21 ქულა, 16 მოხსნა, 17 ქულა კი  გუნდს  ერეკლე ლორთქიფანიძემ შემატა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ჩემპიონი გუნდი მედლებითა და სიგელებით  მსაჯთა კავშირის  პრეზიდენტმა როლანდ  ხომერიკმა დააჯილდოვა. ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – რაჟიკო დარბაიძის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც  ჩემპიონატის საუკეთესო მცველისთვისაა განკუთვნილი, ლევან გრძელიძეს გადაეცა.  საჩემპიონო თასი შსს აკადემიის გუნდის კაპიტანმა შოთა გელაზონიამ ჩაიბარა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გიორგი ნიკოლაძე („შსს აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში მივულოცავ მთლიანად შსს აკადემიის გუნდს ამ წარმატებას. მადლობა ბიჭებს მთელი სეზონის განმავლობაში ჩემი „გაძლებისთვის“. ვფიქრობ ეს გამარჯვება ნამდვილად გვეკუთვნოდა და წლევანდელ სეზონს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს.  შსს აკადემია მთელი ჩემპიონატის მანძილზე მობილური გუნდი იყო და ყოველთვის ფავორიტად  ითვლებოდა. განსაკუთრებული მადლობა  ჩემს ასისტენტს დავით არეშიძეს და არჩილ ჟღენტს, რომლებიც  ყველანაირად გვერდში მედგნენ და ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

რაც შეეხება თამაშს, ვიცოდით რომ ქუთაისში რთული იქნებოდა, მით უმეტეს რომ ლერი კვანტალიანი დაგვაკლდა, მაგრამ საბედნიეროდ საჭირო დროს შევიტანეთ მატჩში გარდატეხა და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.

და ბოლოს, ამ გამარჯვებას პირადად ჩემს მეუღლეს მივუძღვნიJ

შოთა ჯავახიშვილი („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): კარგი ფინალი იყო. მთელი სულითა და გულით ვულოცავ შსს აკადემიას  ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ნამდვილად დამსახურებლად მოიგეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ვფიქრობ არც მეორე ადგილი უნდა  იყოს ურიგო.

u-20.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა: ტრავმირებულმა ტომპსონმა უფრო მეტი გამოიმუშავა!

“გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა, რომელიც გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი […]...
წაკითხვა