,,შსს აკადემია” ფინალში გავიდა

თარიღი: აპრილი 9, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტთა ვინაობა ცნობილია. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში 66:55 მოუგო „ოლიმპს“ და 2 დღის წინ ფინალში გასულ „ქუთაისს“ შეუწყვილდა.

დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართული ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი „შსს-აკადემიის“ უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ ისე დასრულდა, ოლიმპელებმა ვითარების შეცვლა ვერ მოახერხეს.

ოლიმპელმა ბექა ნადირაძემ მატჩის პირველი ბურთი რომ ჩააგდო და თავისიანები 2:0 დააწინაურა, ამის შემდეგ „შსს-აკადემიის“ შტურმი დაიწყო. ქიტოშვილის, ლოლიშვილის, როგავას და მათი თანაგუნდელების ქულებით აკადემიელებმა 6-წუთიანი მონაკვეთი 18:0 მოიგეს.

„ოლიმპმა“ საქმის გამოსწორება დაცვით დაიწყო და საიმედოდაც იცავდა საკუთარ ფარს, თუმცა შეტევაში იმდენად ეფექტური ვერ იყო, რომ ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეემცირებინა. პირველი მეოთხედი 22:10 დასრულდა, რის შემდეგაც თანაბარი ბრძოლა წარიმართა და თამაში ისე დასრულდა, აკადემიელთა გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.

გამარჯვებულებს 18 ქულით ლევან ლოლიშვილმა ულიდერა, შოთა გელაზონიამ კი 10 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. მცირედი დააკლდა ორმაგ დუბლამდე ლერი კვანტალიანს, რომელმაც 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

ოლიმპელთა რიგებში 12 ქულით საუკეთესო ნიკა ბაქრაძე იყო, ნოდარ გოგოძემ და გიორგი იაკობიძემ კი შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს.

ფინალურ სერიაში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და“ქუთაისი“ დაუპირისპირდებიან. სერია 2 მოგებამდე გრძელდება, პირველი მატჩი კი 12 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მეორე მატჩს კი 14 აპრილს ქუთაისი უმასპინძლებს.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ოლიმპს’’ კარგ თამაშს, საინტერესო ნახევარფინალური სერია გამოვიდა. მინდა პატივისცემა გამოვხატო მოწინააღმდეგე გუნდის და პირადად ზაზა ცაგარეიშვილის მიმართ. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ბიჭებმა ნამდვილად ძალიან კარგად იასპარეზეს, გამოვასწორეთ წინა თამაშში დაშვებული შეცდომები და დღეს რადიკალურად სხვანაირი თამაში ვაჩვენეთ.  თავიდანვე მოვიპოვეთ ლიდერობა და ბოლომდე შევინარჩუნეთ. ხვალიდან უკვე ფინალისთვის მომზადებას დავიწყებთ, ,,ქუთაისი’’ სერიოზული მეტოქეა და ყველაფერს გავაკეთებტ, რომ გავამართლოთ ლიდერი გუნდის სახელი და წარმატებას მივაღწიოთ.

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ ფინალში გასვლას, ნამდვილად კარგი სერია შედგა. თუმცა დღეს აშკარად იგრძნობოდა მსაჯების სიმპატიები ,,შსს აკადემიის’’ მიმართ. ღირსეულად ვითამაშეთ, იყო მომენტები, როცა შეიძლებოდა თამაშის გამოსწორება და სწორედ ამ დროს მსაჯები მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ასეთ დაძაბულ შეხვედრაში მაღალი ხარისხის თამაში მოსალოდნელი არ ყოფილა. სპორტში ასე ხდება, ხან მოიგებ, ხან წააგებ. სამწუხაროა, რომ მსაჯების გამო აღმოვჩნდით ფინალს მიღმა.

დავით როგავა(,,შსს აკადემია’’): წინა თამაშის შემდეგ გავაანალიზეთ შეცდომები და მაქსიმალურად ვეცადეთ გამოგვესწორებინა ისინი. მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გაწიეს და   მოთამაშეებმაც მოვინდომეთ. რაც შეეხება ფინალს, ვფიქრობ ჩვენ და ,,ქუთაისს’’ თანაბარი შანსები გვაქვს. მაყურებელს კი საინტერესო სანახაობას ვპირდებით.

u-20.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სახალისო პასუხი ახალ თანაგუნდელს პრესკონფერენციის დროს (ვიდეო)

21 ივნისს, გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ კევინ პრიტჩარდთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოში ბევრი მძიმე პერიოდი გვქონდა

“ინდიანა პეისერსის” ახალწვეულ გოგა ბითაძეს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველოს შესახებ დაუსვეს. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა განაცხადა,...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ დახვდნენ გოგა ბითაძეს “ინდიანა პეისერსში” (ფოტო, ვიდეო)

21 ივნისს გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ჩავიდა. ქართველი ცენტრი “პეისერსის” დარბაზში მივიდა, სადაც მას გუნდის ფანები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

9 წლის გოგა ბითაძის წერილი: “ჩემი დიდი სურვილია, ვითამაშო NBA-ში” (ფოტო)

21 ივნისს, საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 პიკად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ პრიტჩარდი: “ბითაძე ყველაზე ჩამოყალიბებული მოთამაშეა მათ შორის, ვინც დრაფტზე ამ

“ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბითაძე NBA-ის [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “ამ წარმატებას ჩემ ოჯახს ვუძღვნი”

NBA-ის დრაფტის დასრულების შემდეგ გოგა ბითაძემ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ქართველი კალათბურთელი დრაფტზე მე-18 პიკი […]...
წაკითხვა