შსს-აკადემიამ ბათუმს თბილისიდან მოგება არ გაატანა

თარიღი: დეკემბერი 14, 2013

“შსს-აკადემიამ” პირველი წრე საამაყო გამარჯვებით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მესამე მატჩი ჩაატარა, საიდანაც მეორე მოიგო.  აკადემიელებმა “რუსთავს” მოუგეს, “სოხუმთან” ბოლო წუთბამდე იგებდნენ და დამარცხდნენ, დღეს კი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “ბათუმს” სძლიეს – 75:72

ბათუმელებს ამ მატჩამდე 5 მოგება და 2 მარცხი ჰქონდათ და “შსს-აკადემიასთან” ფავორიტადაც ითვლებოდა. აჭარული გუნდი ბოლო წუთებამდე იგებდა კიდეც, თუმცა აკადემიელების შეუპოვრობამ თავისი გაიტანა და არჩილ ჟღენტის გუნდს მონდომება დაუფასდა.

ბათუმელები ბოლო მეოთხედამდე წინ იყვნენ – ხან წინ გაიჭრებოდნენ, ხანაც შსს-ელები მიახლოებას ახერხებდნენ. ერთი ის იყო, რომ აკადემიელებიმეტოქეს დამაჯერებლად წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აჭარული გუნდის ყველაზე დიდმა ლიდერობამ 12 ქულა შეადგინა.

“შსს-აკადემიამ” გადამწყვეტი იერიში ბოლო მეოთხედში წამოიწყო. ილია ლონდარიძის, მერაბ ბოქოლიშვილისა და რევაზ როგავას აქტიურობით საფინალო სირენამდე 2.45 წუთით ადრე აკადემიელები პირველად დაწინაურდნენ – 67:65. ამის შემდეგ თამაში ქულ-ქულაში გაგრძელდა და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდე.

თამაშზე გავლენა იქონია ბათუმელთა ფორვარდის, ავთანდილ ელიაშვილის დისკვალიფიკაციამ, რომელიც მან თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მიიღო. ამ მომენტისთვის ანგარიში თანაბარი იყო და ჯერემი სეფოლდს საჯარიმო სროლები უნდა შეესრულებინა. ელიაშვილს შელაპარაკება და ინციდენტი მოუვიდა შსს-ელებთან, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. შსს-ელმა მერაბ ბოქოლიშვილმა ორივე სროლა ჩააგდო, შემდეგ გარღვევაც ზუსტად დააგვირგვინა და დასრულებამდე 40 წამით ადრე აკადემიელები 73:71 დაწინაურდნენ.

უმნიშვნელოვანესი შეტევა გააცუდა ბათუმელთა კანადელმა გამთამაშებელმა ჯუნიორ ქადუგანმა,  რაც შსს-ელებისთვის იმხელა ფორა იყო, რომ ისინი გამარჯვებამდე მისულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე გამთანაბრებელი სამქულიანი გააცუდა ლაშა კეშელავამ.

სტატისტიკა

“შსს-აკადემიას” 26 ქულითა და 9 მოხსნით ილია ლონდარიძემ ულიდერა, ხოლო ბოქოლიშვილის ანგარიშზე 22 ქულა დაგროვდა. ბათუმელთაგან ტრადიციულად 3 ლეგიონერი გამოირჩა – სეფოლდმა 20 ქულა მოინაგრა, ქადუგანმა – 18, ხოლო ჯექსონის ანგარიშე ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

არჩილ ჟღენტი (,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):  მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა 3 თამაში ჩაატარა, აქედან  2 მოვიგეთ და სოხუმთან ძალიან ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე. არის რამდენიმე ადამიანი, რომელბიც დადიან და ლაპარაკობენ, რომ გუნდში მწვრთნელი უნდა შეიცვალოს, ისინი ცდილობენ გუნდში სიტუაცია არიონ. მინდა მივუსამძიმრო მათ დღევანდელი გამარჯვება.

რაც შეეხება თამაშს, დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ბიჭებს, ბოლომდე დაიხარჯნენ. როცა გუნდი იგებს , ეს მოთამაშეების დამსახურებაა, წაგება კი – მწვრთნელის. თავიდან გაგვიჭრდა თამაში, თუმცა შემდეგ ზონურმა დაცვამ გაამართლა. მადლობას ვეტყვი ბიჭებს და მივულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ აჩიკოს გამარჯვებას და ვიზიარებ მის პრობლემებს, როგორც მწვრთნელი. არავის საქმეში არ ვერევი, თუმცა კალათბურთის ამბებს ისინი არ უნდა წყვეტდნენ, ვისაც კალათბურთთან შეხება არ აქვს. რაც შეეხება თამაშს, ეს მარცხი ჩემი ბრალია.

რევაზ როგავა(,,შსს აკადემია): პირველ რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა.  მთელი თამაში უკან ვიყავით, თუმცა იმედი არ დაგვიკარგავს და ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშის მოსაგებად. მადლობა ჩვენს მწვრთნელებს და ბიჭებს, რომლებმაც დღეს მაქსიმუმი გააკეთეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 თამაში კარგად ჩავატარეთ, ორში გავიმარჯვეთ, ,,სოხუმის’’ წინააღმდეგ კი არ გაგვიმართლა, არადა მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით.  ვფიქრობ, რომ დღითიდღე ვპროგრესირებთ და შეგვიძლია კარგი შედეგის ჩვენება.

 

ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): მართლაც ემოციური და დაძაბული თამაში იყო, როგორც მოველოდით.  ეს წაგება ჩვენი ბრალია, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, უპირატესობა გვქონდა და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. იყო რაღაც დაძაბულობები და შედეგზე ამანაც იქონია გავლენა.

 

http://superleague.ge/ge/

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ახალი წლის პირველ დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრა მატჩი გაიმართება

ინგლისის პრემიერ ლიგის ზამთრის კალენდარი გამოქვეყნდა. ცნობილი გახდა, რომ მატჩები 26, 27, 28 და 29 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი&

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა – უკრაინელი და ლიეტუველი ფანები მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიეტუვას უმასპინძლა და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობით ინტერესდება

ამსტერდამის “აიაქსის” გენერალური დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, არ უარყოფს, რომ მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო არენას” უყვარს ლევან შენგელია – შენგელიას დებიუტი ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრებში თურქული “კონიასფორის” შემტევის, ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. შენგელიამ 73-ე წუთზე გიორგი ქვილითაია [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უნგრეთს 4 გოლი გაუტანა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში უნგრეთის ნაკრებს ესტუმრა და 2-4 მოუგო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანმა “ლივერპულს” გაზეთში გულწრფელი წერილი

იურგენ კლოპმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ტახტი 2015 წლის ოქტომბერში დაიკავა და მაშინ ყველას ეპარებოდა ეჭვი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპის ლიგაზე საკუთარი ანტირეკორდი დაამყარა

3 ოქტომბერს, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ალკმაარს” დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი: “იმედია, “იუნაიტედი” “ლივერპულის” მსგავსად 29 წელ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, კლუბის ამჟამინდელ სიტუაციაზე საუბრისას აღიარა, რომ “წითელი ეშმაკები&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ლინდელოფის პასის მცდელობა “არსენალთან” მატჩში (ვიდეო)

30 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” უშეღავათო ბრძოლა ფრედ დასრუ

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკოტ მაკტომინეიმ “არსენალთან” ანგარიში უძლიერესი დარტყმით გახსნა (ვიდეო)

30 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალურმა შეხვედრა შედგა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” შორის. სატურნირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანძუკიჩი, შესაძლოა, ზამთარში “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდეს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედთა” ინტერესთა სფეროში ტურინის “იუვენტუსის” თავდამს...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “რომი ერთ დღეში არ აშენებულა”

მიმდინარე სეზონის წარმატებული სტარტის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რამაც ქულების დაკარგვა გამოიწვ...
წაკითხვა