“შტუტგარტი” “დორტმუნდის” მეკარით გაძლიერდება
“დორტმუნდის” კიპერი მიტჩელ ლანგერაკი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.
Kicker-ის ცნობით, მის მიმართ ინტერესს “შტუტგარტი” იჩენს, რომელიც უახლოეს მომავალში ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. შეთანხმების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
დავამატებთ, რომ გასულ სეზონში 26 წლის ავსტრალიელმა გამოცდილ რომან ვაიდენფელერს არაერთხელ მოუგო კონკურენცია და სასტარტოში 17 მატჩიც ჩაატარა, თუმცა ახალ სეზონში პირველი ნომერი დიდი ალბათობით “ფრაიბურგიდან” შეძენილი რომან ბიურკი იქნება.