შუპო-მოტინგი თავის კურიოზულ შეცდომაზე: “მეგონა, რომ თამაშგარეში ვიყავი” (ვიდეო)
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ერიკ მაქსიმ შუპო-მოტინგმა კომენტარი გააკეთა “სტრასბურგთან” ჩატარებულ მატჩში (2:2) მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც თანაგუნდელს კურიოზული მოქმედების შედეგად მეტოქის კარში გოლი არ გაატანინა.
“თავიდან მეგონა, რომ ნკუნკუ ჩემთვის პასის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მან დაარტყა. ვიფიქრე, რომ ბურთზე მცველი ითამაშებდა, შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე: “შევეხო თუ არა ბურთს? იქნებ თამაშგარე მდგომარეობაში ვარ?” ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ბურთს შევეხე, მაგრამ ის ძელს მოხვდა.
ჩემი ჩარევის გარეშე გოლი გავიდოდა, ძალიან მრცხვენია. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავაწეულებმა ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა”, – თქვა შუპო-მოტინგმა ტელეარხ Canal+-ის ეთერში.
Exceptional goal-saving clearance from Eric Maxim Choupo Moting, but AGAINST his own team. pic.twitter.com/y00B4h7pKu
— Get French Football News (@GFFN) April 7, 2019