“შუქურა” გალიდერდა
პირველ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა, რომლის შედეგებითაც “ა” ზონაში ლიდერი შეიცვალა. ქობულეთის “შუქურამ” ფოტის “კოლხეთის” წაფორხილებით ისარგებლა და მარნეულის “ალგეთის” ძლევით პირველი პოზიცია დაიკავა. “ალგეთი” ქობულეთელებმა 4-1 ჩელებაძის და კაკალაძის დუბლებით დაამარცხეს. მარნეულელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი ნიგერიელმა ონუაკალუსმა გაიტანა.
“ბ” ზონის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” საბურთალოს უმაპისნძლა და 2-1 დაამარცხა. ზონაში დამაჯერებელ ლიდერობას “სამტრედია” ინარჩუნებს. სანაიას გუნდმა დღეს ჭიათურაში 2-0 მოიგეს.
გაგაცნობთ ტურის სხვა შედეგებს:
ზონა “ა”:
სქური 2-4 გაგრა
მერცხალი 4-1 იმერეთი
კახეთი 4-1 ადელი
კოლხეთი 0-2 დინამო II
ალგეთი 1-4 შუქურა
საპოვნელა 0-1 ჩხერიმელა
ზონა “ბ”:
სამგურალი 1-0 სტუ
დინამო ბათუმი 2-1 საბურთალო
სასკო 3-1 ლოკომოტივი
ბეთლემი 0-1 სქური
მაჭახელა 1-0 კოლხეთი ხობი
ბახმარო 3-2 დილა II
ჭიათურა 0-2 სამტრედია