“შუქურამ” “ლოკომოტივის” მეკარე დაიმატა – ჭია 14 წლის სოსოს ირჩევს
ქობულეთის “შუქურამ” თბილისის “ლოკომოტივის” 23 წლის მეკარე ლუკა შეროზია დაიმატა.
შეროზია “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილია, თუმცა 2017 წლიდან მოყოლებული გუნდში მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა და მწვრთნელები მას ნაკლებად ენდობოდნენ.
“შუქურამ” ლუკას გარდა 8 ფეხბურთელი დაიმატა: ზურაბ მუსელიანი “ვიტ ჯორჯიიდან” (თავდამსხმელი), ამირონ როხვაძე მარტვილის “მერანი” (ნახევარმცველი), ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟასინტო მალტის მე-2 ლიგიდან, ნიკა ჭანტურია “ლოკომოტივიდან” (ცენტრალური მცველი), გიორგი რეხვიაშვილი (ვენტსპილსი), ნახევარმცველი ლევან ინგოროყვა თურქეთის მე-3 ლიგიდან, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი თბილისის “მერანიდან”.
საინტერესოა, რომ თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედოდან” 14 წლის მეკარეს, სოსო კოპალიანს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. გუნდს რეზო თევდორაძე დაუბრუნდა და მამარდაშვილის მიმართ წარმოქმნილი ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლოა, სეზონის შუაში სოსო “ლოკოს” მე-2 მეკარედ მოგვევლინოს.