„შუქურამ “ თბილისში მოიგო
საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩი ბოლნისის „სიონმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურასთან“ ჩაატარა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
არადა, ბოლნისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-14 წუთზე ანგარიშიც კი გახსნეს – გოლი საჯაიამ გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მტტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. 31-ე წუთზე „სიონის“ კართან კურიოზული მომენტი შეიქმნა, როდესაც მეკარემ და მცველებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რითიც ლუიზინიომ ისარგებლა, რომელმაც მეკარეს ბურთი აართვა და ანგარიშიც გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს აჭარელმა ფეხბურთელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც ვიქტორს გოლის გატანა არ გაუჭრდა – 1:2.
მეორე ტაიმის პირველ წუთზე ბოლნისელები გოლის გატანას ცდილობდნენ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, ორ წუთში კი პუკანიჩმა მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელის პასი მიიღო და გოლის გატანა არ გასჭირვებია -1:3. საერთოდ, პუკანიჩი მეორე ნახევარში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ცოტა ხანში აჭარული კლუბის ლეგიონერმა ორი ჯარიმა შეასრულა – პირველი მეკარემ მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი „შუქურას“ გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. ერთ-ერთი სახიფათო ეპიზოდი „შუქურას“ კართან იყო, როდესაც დათა სიჭინავა გოლთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული გოლკიპერმა უპრობლემოდ მოიგერია.
საბოლოოდ, 1:3 და ამ გამარჯვებით „შუქურამ“ 27 ქულა დააგროავ, რითაც მერვე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება „სიონს“, ბურდულის გუნდი 17 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.
„სიონი“ – „შუქურა“ 1:3
გოლები: საჯაია 16′ – ლუიზინიო 30′, ვიქტორი 43, პუკანიჩი 52′
„სიონი“: მერლანი, საჯაია, კებურია, გურეშიძე, ცხადაია (ჭკაიძე 55′), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე (არაუჯო 55′), სიჭინავა, ცნობილაძე, ლობჟანიძე (უგულავა 46′)
„შუქურა“: ჯიოევი, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, ჩალაძე, ტუხარელი (ტაკიძე 82′), კუხიანიძე, ლუიზინიო (ჩაპიძე 66′), ჩელებაძე, ვიქტორი (მესხი 86′)
გაფრთხილებები: გურეშიძე 15′, ცნობილაძე 32′, მიქაბერიძე 50′ ჭანკოტაძე 60′