შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი მალე დაქორწინდებიან
როგორც ჩანს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ცნობილ სერბ ჩოგფბურთელზე ანა ივანოვიჩზე მალე დაროწინდება. ამის შესახებ, ყველასთვის მოოულოდნელად, სერბი ლამაზმანის გერმანელმა კოლეგამ ანჟელიკ კერბერმა განაცხადა, რომელმაც წინა კვირას „უიმბლდონის“ ფინალში სერენა უილიამსს მოუგო.
„მელბურნში ჩემი გამარჯვების შემდეგ ანა ივანოვიჩის ახლო მეგობარმა, თავად ანამ და მისმა ბოიფრენდმა ბასტიანმა მილოცვა გამომიგზავნეს. ისინი ძალიან საყვარლები არიან, მათ ქორწილს მოუთმენლად ველი, რომელსაც, შესაძლოა, ჩემი ტურნირების განრიგის გამო ვერც დავესწრო“, – განუცხადა კერბერმა ჟურნალ „Bunte“-ს.
ჟურნალისტები ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაძიებას ცდილობდნენ, მაგრამ კერბერი მიხვდა, რომ ზედმეტი უთქვამს და დროზე შეჩერდა.
გერმანული გამოცემა „ბილდი“ კი ვარაუდობს, რომ შვაინშტაიგერისა და ივანოვიჩის ქორწილი ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ შედგება.