შვაინშტაიგერი: „მანჩესტერი ისეთი ცუდი არ არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია“
„მანჩესტერ იუანიტედის“ ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ახალი სამუშაო გარემოს შესახებ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაფერი ახალია, თუმცა აქ მომწონს. დიახ, მანჩესტერი კარგია. ბევრი თვლის, რომ ამ ქალაქში ლამაზი ადგილები არ არის, თუმცა მე ასე არ მგონია. მანჩესტერი ისეთი ცუდი არ არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
რაც შეეხება კლუბს, ყველამ იცის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გრანდია. სამწუხაროდ, ბოლო მატჩებში ქულები დავკარგეთ“, – განაცხადა გერმანელმა.