შვაინშტაიგერმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გულშემატკვირებს ღია წერილით მიმართა და ტურნირთან დაკავშირებით თავისი მოლოდინები გაუზიარა.
„მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც გუნდს კვლავ მეოდანზე გავიყვან. ვფიქრობ, საფრანგეთი ნამდვილ საფეხბურთო ზეიმს მოაწყობს. ამ ქვეყანას საამისოდ ყველაფერი გააჩნია: აქ ჩინებული სტადიონებია. გარდა ამისა, საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო ქვეყანაა. ამ ქვეყნის სტუმარმასპინძლობას ევრო 2012-სთვის მომზადებისას გავეცანით. ასეთივე შთაბეჭდილება საფრანგეთში პირადი ვიზიტების შემდეგაც მქონდა. დარწმუნებული ვარ, ფრანგები ჩინებულ ევროპის ჩემპიონატს შემოგვთავაზებენ“, – დაწერა შვაინიმ.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში გერმანიამ საქართველო ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის საგზურიც მოიპოვა.