შვედეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ
დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება.
შვედების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ სასტარტო თერთმეტეული უკვე შეადგინა და ადგილობრივი პრესის ცნობით, მან ფეხბურთელებს ამის შესახებ გუშინ ღამით უთხრა. ფეხბურთელებმა უკვე იციან, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში და ვინ – სათადარიგოში.
ტრავმირებულ რობინ ოლსენს კარში კრისტოფერ ნორდფელტი ჩაანაცვლებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადში იქნება ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
aftonbladet.se-ს ცნობით, შვედეთის ნაკრები 4-4-2 სქემით ითამაშებს, სასტარტო თერთმეტეული კი ასეთი იქნება:
მეკარე: კრისტოფერ ნორდფელტი
მცველები: მიკაელ ლუსტიგი, ვიქტორ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი
ნახევარმცველები: დეიან კუშულევსკი, სებასტიან ლარსონი, კრისტოფერ ოლსონი, ვიქტორ კლაესონი
თავდამსხმელები: ალექსანდერ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.