შვედმა ჟურნალისტმა ხედირას სახლში დასაბრუნებელი ბილეთი შეთავაზა – გერმანელის პასუხი
23 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, F ჯგუფში ერთმანეთს გერმანიისა და შვედეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ჯგუფის ლიდერები 3-3 ქულით მესიკა და შვედეთი არიან.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შვედმა ჟურნალისტმა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, სამი ხედირას შინ დასაბრუნებელი ბილეთი შეთავაზა, რითაც მას მიანიშნა, რომ შვედები გერმანელთა დამარცხებას შეძლებენ.
ხედირამ ჟურნალისტის ჟესტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ბუნდესნაკრებს” შინ დასაბრუნებელი ბილეთი არ ჭირდება.
“მადლობა, მაგრამ ჩვენ ბილეთები არ გვჭირდება. სახლში დაბრუნება ჯერ არ გვსურს, ამ მატჩის მოგებაზე ვფიქრობთ. ცუდი სტარტის შემდეგ, ვიცით, რომ მომდევნო შეხვედრები ადვილი არ იქნება, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ჩემი აზრით, ბილეთები 16 ივლისს დაგვჭირდება”, – განაცხადა ხედირამ.
Siegessicherer Schweden-Reporter überrascht Khedira https://t.co/HfECz5rqzY pic.twitter.com/lqQDfLvLcF
— Westdeutsche Zeitung (@wznewsline) June 21, 2018