შვეიცარიამ ჰონდურასს აჯობა
ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდებმა პლეი-ოფში გასვლა ჰონდურასის ძლევით გაინაღდეს.
შვეიცარიამ ჰონდურასთან საკამოდ დამაჯერებლად ითამაშა და 1/8-ფინალის სანუკვარი საგზური პრობლემების გარეშე მოიპოვა. ჰიტცფელდის შეგირდებს ანგარიშის გასახსნელად სულ რაღაც 6 წუთი დასჭირდა. შაჩირიმ 22 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.
სწრაფმა გოლმა შვეიცარიამ მშვიდად თამაშიშ საშუალება მისცა. ევროპელებმა ბურთ მეტოქეს დაუთმეს და საკუთარ შანსს დაელოდნენ.
მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, ჰონდურასელები მომენტებს ვერ ქმნიდნენ. კოსტლი და ბენგსტონი ნახევარდაცვას მოწყვეტილები იყვნენ. შვეიცარია გაცილებიტ უფრო მწვავედ უტევდა და შესვენებამდე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა. დრმიჩის გადაცემით დუბლი შაჩირიმ შეასრულა.
მეორე ნახევარში ჰონდურასმა გაიბრძოლა. უსარესის გუნდმა ტემპს უმატა, შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა მეტი დინამიკა შესძინეს გუნდს, თუმა ეს საკმარისი არ იყო. მართალია, ბენალიოს კართან მომენტები იქმენებოდა, მაგრამ ანგარიშზე ეს არ ასახულა.
შვეიცარიამ კი პირველ ტაიმში არჩეულ ტაქტიკას არ უღალატა და კვლავ კონტრშეტევებით ცდილობაზე მეტოქის დამწუხრებას. აქტიურობდნენ დრმიჩი და შაჩირი. სწორედ ამ დუეტის დამსახურებაა შვეიცარიის კიდევ ერთი გოლი – შაჩირი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.
გოლები: შაჩირი 6′ ; 31′ ; 71′