შვეიცარიის ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა (ვიდეო)
11 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, A ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ალბანეთისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე შვეიცარიელთა ცენტრალურმა მცველმა, ფაბიან ლუკას შერმა თავური დარტყმით გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ, გოლი აღარ გასულა. სამაგიეროდ პირველივე ტაიმში ორი ყვითელი ბარათი მიიღო ალბანელთა კაპიტანმა, ცანამ, რომელმაც მოედანი 37-ე წუთზე დატოვა.
ალბანეთი – შვეიცარია 0:1
გოლები: – შერი 5′ (0:1)
გაფრთხილებები: ცანა 13′, 37′; კაჩე 63′; კუკელი 89′; მავრაი 92′ – შერი 23′; ბეგჰრამი 67′
გაძევება: ცანა 37′
ალბანეთი: ბერიშა, ცანა, ანოლი, მავრაი, ლენიანი, ჰისაი, კუკელი, აბრაში, როში (ციკალეში 74′), ჩაკა (კაჩე 62′), სადიკუ (გაში 82′).
შვეიცარია: სომერი, ჯურუ, ლიხტშტაინერი, როდრიგესი, შერი, ბეჰრამი, ჯემაილი (ფრეი 76′), შაქირი (ფერნანდესი 88′), ჩაკა, მეჰმედი (ემბოლო 62′), სეფეროვიჩი.