შვეიცარიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისათვის კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ვერც ადმირ მეჰმედი დაეხმარება. “ვოლფსბურგის” 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ავადაა, რის გამოც ის შვეიცარიაში დარჩა და გუნდთან ერთად თბილისში ვერ გამოემგზავრა.
როგორც იცით, შვეიცარიელებს თბილისში ჩერდან შაქირი და ჰარის სეფეროვიჩიც არ ეყოლებათ, რაც მათთვის დიდი დანაკლისია.
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის მატჩი 23 მარტს გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ℹ️ L'équipe nationale suisse devra se passer des services de Admir Mehmedi lors du match contre la Géorgie (Tbilissi, le samedi 23 mars 2019). Le milieu de terrain offensif est légèrement malade et restera en Suisse pour se soigner. pic.twitter.com/zpcx6u1IXg
— nationalteams_SFVASF (@SFV_ASF) March 21, 2019