შვილის ჭიდაობისას, მამა ტრიბუნაზე გარდაიცვალა – ლუკამ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო!
თბილისში მიმდინარე საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივარი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოჩა მარიამიძეა, რომელიც დარბაზში შვილის, ლუკას საგულშემატკივროდ იყო მისული. ეს შემთხვევა 29 თებერვალს მოხდა, როცა ნახევარფინალური დაპირისპირება მიმდინარეობდა. შეხვედრა ლუკას გამარჯვებით დასრულდა.
ფინალური შეხვედრები 1 მარტს გაიმართა. წესით, ლუკა მარიამიძეს ფინალში აღარ უნდა ეჭიდავა, მაგრამ დილით ის დარბაზში გამოცხადდა და თქვა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა. აღსანიშნავია, რომ საღამოს მან ფინალში სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.
ლუკა აქამდე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში ასპარეზობდა, ამიერიდან კი ის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვა.
Fanebi.Com უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
*ფოტო: GeoWrestling