“სიბნელეში ვიყავი” – ჰენდერსონმა ის დრო გაიხსენა, როდესაც კლუბიდან უშვებდნენ
“ლივერპულის” კაპიტნის სამკლაურით პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთ ალიგის მოგებამდე, ჯორდან ჰენდერსონს, საკმაოდ მძიმე პერიოდის გამოვლა მოუწია. ჰენდერსონმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კლუბს მისი მიყიდვა “ფულჰემისთვის” სურდა.
“ძალიან, ძალიან რთული პერიოდი იყო. ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ვემზადებოდით, “ენფილდზე” “ჰარტსთან” უნდა გვეთამაშა. სასტუმროში ჩვეულებისამებრ შევხვდით ერთმანეთს. კარზე დამიკაკუნეს და მითხრეს, რომ მწვრთნელს ჩემთან საუბარი სურდა.
სიმართლე გითხრათ, ჩვეულებრივი დიალოგი გამოგვივიდა. მე მათ შანსი მომცეს, რომლის გამოყენებაც არ მსურდა. ვგრძნობდი, რომ “ლივერპულისთის” მეტის მიცემა შემეძლო. სიბნელეში ვიყავი.
როდესაც კლოპი გუნდში მოვიდა, რთული იყო ჩემთვის თავის წარმოჩენა, რადგანაც ტრავმირებული ვიყავი. საბედნიეროდ, გუნდში მნიშვნელოვანი როლის შესრულება დავიწყე, რისთვისაც იურგენის მადლობელი ვარ. ის რომ არა, ბევრი ვერ ნახავდა ჩემ რეალურ შესაძლებლობებს,” – აცხადებს ინგლისელი ნახევარმცველი.