“სიეტლმა” ჯიმი ჰენდრიქსის ხსოვნის პატივსაცემად შექმნილი ფორმა წარადგინა
საფეხბურთო ეკიპირების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Adidas კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საფეხბურთო ფორმა, შესაძლოა, ძალიან დიდი სიმბოლიზმის მატარებელი იყოს.
ზემოხსენებული გერმანული გიგანტის მიერ ჯიმი ჰენდრიქსის ხსოვნის პატივსაცემად “სიეტლ საუნდერსისთვის” შექმნილმა ფორმამ გულშემატკივრებში უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
⬥ The Jimi Hendrix Kit ⬥
Inspired by a matchday tradition, honoring a Seattle icon. pic.twitter.com/DNJUGCWDIn
— Seattle Sounders FC (@SoundersFC) March 25, 2021
როგორც იცით, ჯიმი ჰენდრიქსი როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გალენიან და უდიდეს გიტარისტად ითვლება. ის 1942 წელს ვაშინგტონში, სიეტლში დაიბადა. სიკვდილამდე (1970 წელს, 27 წლის ასაკში), იგი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო 1969 წლის საკულტო ვუდსტოკის ფესტივალზე.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ Adidas-ს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული MLS-თან. შედეგად ამერიკულ ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა კლუბის ფორმების შექმნის ვალდებულება სწორედ ამ კომპანიას ეკისრება. თავად გერმანული კომპანია კი ანაზღაურების სახით 116 მილიონ ევროს იღებს ყოველწლიურად.
Nueva camiseta 🔥misma ilusión de siempre, vamo arriba @soundersfc
.
.
New jersey 🔥 same motivation as always. Go @soundersfc pic.twitter.com/mXclCZwR8A— Nicolas Lodeiro (@NicolasLodeiro) March 25, 2021