სიგიჟის 6 წუთი ინგლისში – რა მოხდა “ლიდსი” – “ასტონ ვილას” მატჩში (ვიდეო)
28 აპრილს, ინგლისის ჩემპიონშიპში “ლიდს იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მოვლენები სკანდალურად განვითარდა. 72-ე წუთზე “ლიდსის” ნახევარზე “ასტონ ვილას” თავდამსხმელი ჯონათან კოჯია წაიქცა. სტუმრები ბურთის გადაგდებას ითხოვდნენ და გაჩერდნენ, ამ მომენტში მასპინძლებიც გაჩერებას აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, მათ ფეირ-ფლეის პრინციპი დაარღვიეს – მატეუშ კლიხი შეტევაში წავიდა და გოლი გაიტანა. ამას მოედანზე არეულობა მოჰყვა. მთავარმა არბიტრმა “ასტონ ვილას” ფეხბურთელი ელ გაზი მოედნიდან გააძევა, ჰურიჰეინს კი ყვითელი ბარათი უჩვენა. ასევე, გაფრთხილება მიიღო “ლიდსის” შემტევმა ბემფორდმა.
ამის შემდეგ, “ლიდსის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს უთხრა, რომ “ასტონ ვილასათვის” გოლის გატანის საშუალება მიეცათ. სტუმრებს გოლის გატანის საშუალება მისცეს, თუმცა დაძაბულობა ამ მომენტსაც მოჰყვა.
The most controversial goal of the season, bar NONE! 😲
Leeds United score whilst Aston Villa's Jonathan Kodjia is down injured 🤕
A mass brawl kicks off! 👊
Anwar El Ghazi gets sent off 🔴 pic.twitter.com/BHbLhr2uGb— Soccer AM (@SoccerAM) April 28, 2019
The most incredible scenes we have EVER seen! You need to see this to believe it 😲
Marcelo Bielsa makes his team let Aston Villa score after Leeds United scored extremely controversially! 🤯
 pic.twitter.com/hzoiH4oRBR— Soccer AM (@SoccerAM) April 28, 2019