სიგურდსონი “ევერტონში” ითამაშებს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის მანძილზე იწერებოდა, რომ მერსესაიდის “ვეერტონი” სერიოზულად ინტერესდებოდა, “სუონსის” ნახევარცმველის, გილფი სიგურდსონის შეძენით.
როგორც ცნობილი აგხდა, ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. მეტიც, გილფიმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ინგლისელებს ისლანდიელის შეძენა 40 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.
დღეს ევროპის ლიგის პლეი-ოფის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა: “დილით გილფიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც ექიმმა მითხრა, არანაირი პრობლემა არაა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია,” – აცხადებს ჰოლანდეილი.