სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს
ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ, სანგარის სამხრეთით, მის სოფელში დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა. დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს მის მშობლებს.
ცერემონიალს ბევრი ადამიანი ესწრებოდა. მათ ნავიდ აფკარის მიერ ციხიდან გამოგზავნილ აუდიოჩანაწერს მოუსმინეს:
“თითქმის 25 წლის ვიყავი, როცა მოჭიდავის კარიერა გვერდზე გადავდე, რათა საკუთარ ოჯახს დავხმარებოდი. როცა ვიზრდებოდი, ვისწავლე, რომ დედაჩემის ღირსება და პატივისცემა ჩემ ყველა ოცნებასა და პირად ამბიციებზე წინ უნდა დავაყენო. მინდოდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები ბედნიერები ყოფილიყვნენ.
2018 წლის სექტემბერში დამაკავეს, ახლა კი სიკვდილით მსჯიან. მინდა, მთელმა მსოფლიომ იცოდეს – ბავშვობიდან ვოცნებოდი იმაზე, რომ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული გამოსვლით დედაჩემი გამეხარებინა. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით მოხდა, მოჭიდავის კარიერა გვერდზე გადავდე და ვხედავდი ცრემლიან დედას.
ამავდროულად, ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ თქვენი, უნიკალური ადამიანების გვერდში დგომას. ჩემთვის ეს უფრო ფასეულია, ვიდრე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირები.
წლების განმავლობაში ვჭიდაობდი, მაგრამ არასოდეს მყოლია ისეთი ლაჩარი მეტოქე, რომელიც ბინძურად იქცეოდა, რადგან ჭიდაობა ღირსეულების სპორტია. თუმცა, ორი წელია მე და ჩემი ოჯახი უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს უსამართლობა კი ყველაზე ლაჩარი და უღირსი მეტოქეა ისტორიაში. და, რა თქმა უნდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა, ჩვენ ყველანი დავმარცხდებოდით”, – ამბობს ნავიდ აფკარი.
ნავიდ აფკარი ირანის ნაკრების წევრი და ქვეყნის არაერთგზის პრიზიორი იყო. 2018 წელს, ის ძმებთან ერთად მასობრივ ანტისამთავრობო მსვლელობაში მონაწილეობდა. მას ამ მსვლელობის დროს პოლიციელის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. ნავიდთან ერთად, დააკავეს მისი ძმები – ვაჰიდი და ჰაბიბი. ვაჰიდს 54 წელი მიუსაჯეს, ხოლო ჰაბიბს – 27.
იხილეთ ვიდეო
#NavidAfkari's family and friends light candles at his graveside in Sangar Village, SW #Iran to commemorate the brave champion.
His sister says, "Navid said I want to die with honor".He died a hero and heroes are never forgotten.#نویدمان_را_کشتند pic.twitter.com/QFAtsW5xpW
— Iran News Wire (@IranNW) September 13, 2020
#NavidAfkari 's last call from #Shiraz prison. He deplores going to lose his life, but says he is happy to have found the great human values & the support shown by the noble people who backed him. #NoImpunity4Mullahs #StopExecutionsInIran pic.twitter.com/wZ31CF4ZKj
— Aladdin Touran (@AladdinTouran) September 13, 2020
#Iran’s hero, #NavidAfkari lives. pic.twitter.com/pLcRFqmfQQ
— Alireza Nader علیرضا نادر (@AlirezaNader) September 13, 2020